სიახლეები
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) 2018-2019


ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 2018-2019 აკადემიური წლისათვის. 
 

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებაროებს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.
ეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ 40 სხვადასხვა ქვეყანას, აკრედიტირებულია როგორც უნგრეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გვთავაზობს შემდეგ აკადემიურ პროგრამებს:
* ბიზნესი ( MBA) * კოგნიტური მეცნიერება (PhD)
* ეკონომიკა * გარემოს დაცვა და პოლიტიკა
* გენდერული კვლევები * ისტორია
* საერთაშორისო ურთიერთობები * სამართალი
* გამოყენებითი მათემატიკა * შუა საუკუნეების კვლევები
* ნაციონალიზმის კვლევები * ფილოსოფია
* პოლიტიკური მეცნიერება * საჯარო პოლიტიკა
* ქსელური მეცნიერება (PhD) * სოციოლოგია და სოციალური
ანთროპოლოგია

გრანტები და სტიპენდიები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ნიჭიერ ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას და გრანტს. ეს შეიძლება ოყოს როგორც სრული დაფინანსება, ასევე ნაწილობრივი.


დარეგისტრირდით ლინკზე CEU registration link   და უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის რომელიმე სტანდარტული ტესტის (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc.) ქულებთან ერთად არაუგვიანეს 
2018 წლის 1 თებერვლისა თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება.

 

თვითდაფინანსებულმა სტუდენტებმა, რომლებსაც ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ უცხო ენის რომელიმე ტესტი, შეგიძლიათ საგანაცხადო ფორმები გაგზავნოთ 2018 წლის 2 თებერვლიდან  არაუგვიანეს 1 ივნისამდე.


განაცხადის გაგზავნა ფასიანია და ღირს 30 ევრო. ამ ფასად თქვენ შეგიძლიათ განაცხადი გაგზავნოთ 5 სხვადასხვა პროგრამაზე.


უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციებისათვის მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:

თბილისი - ჭოველიძის ქ. # 10; ტელ. 2252615 - კონსულტაციები - ხუთშაბათობით 15:00 საათზე.
ბათუმი - ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
ახალციხე - რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 221551 
თელავი - ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
ქუთაისი - ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ.,
I I სართული; ტელ.: 551710071


კონკურსები
My status