![]() |
|
|||||||
| Eng :: Geo |
|
ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი” შეიქმნა ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველოს” ოპერაციული პროგრამის - საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის ბაზაზე. ფონდის მისიაა დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს და პროფესიონალებს ისარგებლონ საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებით, მიიღონ ინფორმაცია უცხოეთში სწავლის პირობების შესახებ. საერთაშორისო განათლების ცენტრი და მისი რეგიონალური წარმომადგენლობები მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს სათანადო ინფორმაციის მიწოდებით მათი ინტერესების შესაბამისი უნივერსიტეტებისა და დაფინანსების მოძიებაში. ცენტრი არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს”, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ცენტრის თანამშრომლებს მომზადება აქვთ გავლილი ევროპასა და აშშ-ში. ამავე დროს ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციების წევრები, რაც ზრდის მათთვის შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. ფონდს აქვს სარესურსო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ლიტერატურით სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების შესახებ. ცენტრს აგრეთვე აქვს უახლესი ლიტერატურა ისეთი ტესტების მოსამზადებლად, როგორიცაა TOEFL, SAT, GRE, GMAT, IELTS. ცენტრის პრიორიტეტები: ცენტრი ადმინისტრირებას უწევს შემდეგ პროგრამებს: 1. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
CIE - Center for International Education is the part of the network of Educational Advising Centers with U.S. Department of State's Bureau of Educational and Cultural Affairs and strives to provide current, accurate, comprehensive and unbiased information on educational opportunities in the United States of America.
| © Center of International Education | Website By Tea Kharitonashvili |