ძიება
Eng :: Geo
ახალი ამბები
რას ვაკეთებთ
ჩვენი მიღწევები და ჯილდოები
კონკურსები
უცხოეთში სწავლა
სასარგებლო რესურსები
2006-07 წლის გამარჯვებულები
გამოხმაურებები
ფოტოგალერეა
 

ACT  საერთაშორისო ტესტი თბილისში

საერთაშორისო განათლების ცენტრმა გახსნა ამერიკის კოლეჯების ერთ-ერთი მისაღები ტესტის - ACT -ის ცენტრი თბილისში.
ეს ტესტი არის ერთ-ერთი იმ ტესტთაგანი (SAT, SAT Subject tests, iBT TOEFL  IELTS, etc) რომლებსაც აბარებენ სტუდენტები ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩასარიცხად.

ACT არის ერთადერთი ტესტი, რომელსაც იღებს ყველა ოთხწლიანი ამერიკული კოლეჯი და უნივერსიტეტი, მათ შორის აივი ლიგაში (Ivy League) შემავალი ინსტიტუტები.
ეს ტესტი აფასებს სტუდენტების მიერ სკოლაში მიღებულ ცოდნას. იგი შედგება ოთხი ნაწილისაგან - ტესტი ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, კითხვასა და მეცნიერებაში.  შეიძლება დამატებით იყოს თავისუფალი თემა უნივერსიტეტების მოთხოვნისამებრ.
 ACT ტარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში ოქტომბერში, დეკემბერში, თებერვალში, აპრილსა და ივნისში.  (ყველა ცენტრი როდი თავაზობს მომხმარებელს ხუთივე საგამოცდო დღეს).
საერთაშორისო განათლების ცენტრში ACT  ტესტები ჩატარდება შემდეგ  დღეებში:

1) 23 ოქტომბერი, 2010;
2) 11 დეკემბერი, 2010;
3) 2 თებერვალი, 2011;
4) 9 აპრილი, 2011;
5) 11 ივნისი, 2011;


იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ ტესტზე, უნდა შეხვიდეთ ვებ გვერდზე www.actstudent.org და ონლაინ რეჟიმში გაიაროთ რეგისტაციასთან დაკავშირებული პროცედურა. რეგისტრაციის ბოლოო ვადაა პარასკევი ყოველი ტესტის დღემდე 5 კვირით ადრე.
ტესტის ღირებულებაა 59 აშშ. დოლარი ჩვეულებრივი ACT ტესტისათვის ან 74 $ ACT  ტესტს + თავისუფალი თემა ანუ წერა.
დამატებითი ინფორმაცია ტესტის შესახებ, ასევე უფასო საცდელი ტესტი და სხვა მოსამზადებელი მასალები შეიძლება ასევე მოიძიოთ  ვებ გვერდზე www.actstudent.org

CIE - Center for International Education is the part of the network of Educational Advising Centers with U.S. Department of State's Bureau of Educational and Cultural Affairs and strives to provide current, accurate, comprehensive and unbiased information on educational opportunities in the United States of America.

Site Meter