ისტორია

ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი” შეიქმნა ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველოს” ოპერაციული პროგრამის - საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის ბაზაზე.

ფონდის მისიაა დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს და პროფესიონალებს ისარგებლონ საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებით, მიიღონ ინფორმაცია უცხოეთში სწავლის პირობების შესახებ.

საერთაშორისო განათლების ცენტრი და მისი რეგიონალური წარმომადგენლობები მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს სათანადო ინფორმაციის მიწოდებით მათი ინტერესების შესაბამისი უნივერსიტეტებისა და დაფინანსების მოძიებაში.

ცენტრი არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს”, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

ცენტრის თანამშრომლებს მომზადება აქვთ გავლილი ევროპასა და აშშ-ში. ამავე დროს ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციების წევრები, რაც ზრდის მათთვის შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.

ფონდს აქვს სარესურსო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ლიტერატურით სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების შესახებ.

ცენტრს აგრეთვე აქვს უახლესი ლიტერატურა ისეთი ტესტების მოსამზადებლად, როგორიცაა TOEFL, SAT, GRE, GMAT, IELTS.

ცენტრის პრიორიტეტები:
ცენტრის უპირველეს პრიორიტეტად რჩება ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქსელური სტიპენდიების პროგრამის მიერ დაფინანსებული და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამების ადმინისტრირება.

ცენტრი ადმინისტრირებას უწევს შემდეგ პროგრამებს:

1. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები
2. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა
3. სარესურსო ცენტრი
4. ახალი სალექციო კურსები
5. საზაფხულო უნივერსიტეტი
6. მობილური პროგრამები
7. ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი
8. ვორვიკის უნივერსიტეტი
9. ედინბურგის უნივერსიტეტი
10. ესექსის უნივერსიტეტი
11. ოქსფორდის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა
12. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი პროგრამა
13. კემბრიჯის უნივერსიტეტის სამასპინძლო პროგრამა
14. სოციალური მუშაკების სამაგისტრო პროგრამა
15. სოციალური მუშაკების სალექციო კურსების მომზადების პროგრამა
16. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლთა გადამზადების პროგრამა
17.ღია საზოგადოების ინსტიტუტის და გერმანული აკადემიური პროგრამების ერთობლივი პროგრამა
18. გლობალური დამატებითი გრანტების პროგრამა
19. საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამა
20. კურსდამთავრებულთა გრანტების პროგრამა
21. საქართველოს განათლების და მეცნიერებათა სამინისტროსთან ერთობლივი ქართული განათლების პროგრამა
22. სხვადასხვა საზაფხულო სკოლა

 

ამ ვებ-გვერდზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას საერთაშორისო განათლების ცენტრის საქმიანობის, მის მიერ ადმინისტრირებული სასწავლო პროგრამებისა და გრანტების შესახებ, ასევე საზღვარგარეთ სწავლისა და სტაჟირების გავლის მსურველთათვის საჭირო ვებ-გვერდების მისამართებს, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის საკონკურსო განაცხადსა და ამ კონკურსებში წარმატებით მონაწილეობისათვის საჭირო კვალიფიცირებულ რჩევა-დარიგებასა თუ დახმარებას.

საერთაშორისო განათლების ცენტრი არის ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) და ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის (AUBG) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენი ცენტრი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას :
  • ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს
  • საინფორმაციო სესიებს
  • ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ 22 სასწავლო პროგრამას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტბში: კოლუმბიისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტებში (აშშ), ოქსფორდის, კემბრიჯის, ესექსის, ვორვიკის და ედინბურგის უნივერსიტეტებში (დიდი ბრიტანეთი), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (უნგრეთი), ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში და სხვა.
  • წინა-სამგზავრო საორიენტაციო სესიებს, ტრეინინგებსა და სემინარებს, კინო-ჩვენებებს, დისკუსიებსა და ლექცი-ებს შემდეგ თემებზე:
          -ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის განათლების სისტემა
          - როგორ მივმართოთ უმაღლეს სასწავლებლებს ინდივიდიალურად
          - როგორ მოვიპოვოთ ფინანსური დახმარება
          - როგორ დავწეროთ წარმატებული სააპლიკაციო ესსე
          - როგორ მოვიქცეთ გასაუბრების დროს
          - სტუდენტური ვიზის საკითხები
  • პრეზენტაციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
  • საგანმანათლებლო გამოფენებს
  • ბიბლიოთეკას და სარესურსო ცენტრს მუდმივად განახლებადი სხვადასხვა გამოცემების წიგნებით (Peterson's, Barron's, Longman, College Board და სხვა) საზღვარგარეთ განათლების შესახებ:
       - ტესტებისთვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოები - TOEFL, IELTS, GRE, GMAT, SAT, LSAT, TOEIC და სხვა.
       - ევროპისა და აშშ-ს უმაღლესი სკოლების კატალოგები
       - დამხმარე სახელმძღვანელოები სტიპენდიებისა და გრანტების მოსაპოვებლად
       - საზღვარგარეთ სწავლებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები
       - ინგლისურ ენაში მოსამზადებელი სახელმძღვანელოები
  • ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს
  • იBთ თOEFL-ში მოსამზადებელ კურსებს
საერთაშორისო განათლების ცენტრი არის ETS-ის მიერ სერტიფიცირებული ცენტრი და მინიჭებული აქვს უფლება ადმინისტრირება გაუკეთოს ETS-ის IBT TOEFL ტესტსა და Prometric-ის DSST ტესტს. 

My status