კონკურსები - ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში 2019 - 2020

                               საერთაშორისო განათლების ცენტრი და
                       ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში
  AUBG

 

აცხადებენ კონკურს 2019/2020 სასწავლო წლისათვის
შემდეგ საბაკალავრო  პროგრამებზე:
 

* ბიზნეს ადმინისტრირება * ეკონომიკა * კომპიუტერული მეცნიერებები
*
ევროპათმცოდნეობა  * ისტორია და ცივილიზაციები * ინფორმაციული სისტემები
*
ჟურნალისტიკა / მასობრივი კომუნიკაცია * პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები  * მათემატიკა  * ლიტერატურა * ფსიქოლოგია და  * პროგრამა, რომელსაც თავად ქმნით

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია. აპლიკანტები კონკურსის ფარგლებში 2019 წლის 19 იანვარს აბარებენ ინგლისური ენის ტესტს  ITP TOEFL-ს და ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაივლიან ინტერვიუს სკაიპით. მათ, ვისაც ჩაბარებული აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი რომელიმე ტესტი( iBT TOEFL, IELTS, CP
 E, CAE და სხვა) და აქვთ გამსვლელი ქულა, შიდა საკონკურსო ტესტის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

 
ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს სწავლის დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორც სქოლარშიფების (merit based and need based scholarships), ასევე უნივერსიტეტის ფინანსური დახმარების (institutional financial aid) და საბანკო სესხის სახით. 

AUBG -ის ფინანსური დახმარების და სტიპენდიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ გევრდზე 
www.aubg.edu/finance-your-education


კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ასევე პირველი კურსის სტუდენტებსაც. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.  

 ონ-ლაინ საგანაცხადო ფორმის შესავსებად შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ გვერდზე:   http://www.aubg.bg/how-to-apply-first-year

 

საშემოდგომო სემესტრი

ვისაც სურს სწავლის 2019 წლის შემოდგომაზე დაწყება და კონკურსის ფარგლებში უფასო ITP TOEFL-ის ტესტის ჩაბარება, უნივერსიტეტის საგანაცხადო ფორმა უნდა გაგზავნონ და ტესტზე დარეგისტრირდნენ 2018 წლის  დეკემბრის ბოლომდე.
 

საშემოდგომო სემესტრისათვის ვისაც სურს უნივერსიტეტიდან საუკეთესო ფინანსური დახმარებისა და სტიპენდიების მიღება, საგანაცხადო ფორმის და მოთხოვნილი საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მარტი.   

განაცხადის გაგზავნის სტანდარტულ ვადაა 2019 წლის 1 ივნისი. 

 

საგაზაფხულო სემესტრზე განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.

 

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ  შემდეგ მისამართზეზე:

 

თბილისი -საერთაშორისო განათლების ცენტრი, ჭოველიძის ქუჩა 10 (ბელინსკის ); ტელ: 2 25 26 15; e-mail: cie@osgf.ge

                                       
ჯგუფური კონსულტაციები
ყოველ ოთხშაბათს 15:00 საათზე;

 

ბათუმი - ნინოშვილის ქუჩა 35; სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა,  I სართული, ოთახი # 26; ტელ.:275817.

ქუთაისი -  აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა; ტელ.: 551710071.

თელავი - ქართული უნივერსიტეტის ქ. # 5; უნივერსიტეტის შენობა, მე-5 სართული; ტელ.: 273139.

ახალციხე - რუსთაველის # 106; უნივერსიტეტის შენობა, 1-ლი კორპუსი, მე-2 სართული, ტელ.: 221551.


ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ცენტრის გვერდი Facebook-ზე:  Center for International Education - Tbilisi

My status