სიახლეები
ACT საერთაშორისო ტესტი თბილისში

საერთაშორისო განათლების ცენტრმა გახსნა ამერიკის კოლეჯების ერთ-ერთი მისაღები ტესტის - ACT -ის ცენტრი თბილისში.
ეს ტესტი არის ერთ-ერთი იმ ტესტთაგანი (SAT, SAT Subject tests, iBT TOEFL  IELTS, etc) რომლებსაც აბარებენ სტუდენტები ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩასარიცხად.

ACT არის ერთადერთი ტესტი, რომელსაც იღებს ყველა ოთხწლიანი ამერიკული კოლეჯი და უნივერსიტეტი, მათ შორის აივი ლიგაში (Ivy League) შემავალი ინსტიტუტები.
ეს ტესტი აფასებს სტუდენტების მიერ სკოლაში მიღებულ ცოდნას. იგი შედგება ოთხი ნაწილისაგან - ტესტი ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, კითხვასა და მეცნიერებაში.  შეიძლება დამატებით იყოს თავისუფალი თემა უნივერსიტეტების მოთხოვნისამებრ.
 ACT ტარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში ოქტომბერში, დეკემბერში, თებერვალში, აპრილსა და ივნისში.  (ყველა ცენტრი როდი თავაზობს მომხმარებელს ხუთივე საგამოცდო დღეს). 
საერთაშორისო განათლების ცენტრში ACT  ტესტები ჩატარდება შემდეგ  დღეებში:

1) 14 დეკემბერი, 2013;       რეგისტრაციის ბოლო ვადა  - 2013 წლის 8 ნოემბერი
2)   8 თებერვალი, 2014;
3) 12 აპრილი, 2014;            
  რეგისტრაციის ბოლო ვადა  - 2014 წლის 7 მარტი
4) 14 ივნისი, 2014;             
  რეგისტრაციის ბოლო ვადა  - 2014 წლის 9 მაისი 
5) 13 სექტემბერი, 2014;
6) 25 ოქტომბერი, 2014;
7) 13 დეკემბერი, 2014;
8) 18 აპრილი, 2015;
9) 13 ივნისი, 2015. 

 

იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ ტესტზე, უნდა შეხვიდეთ ვებ გვერდზე www.actstudent.org და ონლაინ რეჟიმში გაიაროთ რეგისტაციასთან დაკავშირებული პროცედურა. რეგისტრაციის ბოლოო ვადაა პარასკევი ყოველი ტესტის დღემდე 5 კვირით ადრე.

ტესტის ღირებულებაა 59 აშშ. დოლარი ჩვეულებრივი ACT ტესტისათვის ან 74 $ ACT  ტესტს + თავისუფალი თემა ანუ წერა.
დამატებითი ინფორმაცია ტესტის შესახებ, ასევე უფასო საცდელი ტესტი და სხვა მოსამზადებელი მასალები შეიძლება ასევე მოიძიოთ  ვებ გვერდზე www.actstudent.org

1
My status