სიახლეები
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) 2017-2018


შეგახსენებთ, რომ
 ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აგრძელებს მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისათვის და რომ საბუთების მიღების ბოლო ვადა თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის არის 2017 წლის 1 ივნისი !!!
 

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებაროებს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.
ეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ 40 სხვადასხვა ქვეყანას, აკრედიტირებულია როგორც უნგრეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გვთავაზობს შემდეგ აკადემიურ პროგრამებს:
* ბიზნესი ( MBA) * კოგნიტური მეცნიერება (PhD)
* ეკონომიკა * გარემოს დაცვა და პოლიტიკა
* გენდერული კვლევები * ისტორია
* საერთაშორისო ურთიერთობები * სამართალი
* გამოყენებითი მათემატიკა * შუა საუკუნეების კვლევები
* ნაციონალიზმის კვლევები * ფილოსოფია
* პოლიტიკური მეცნიერება * საჯარო პოლიტიკა
* ქსელური მეცნიერება (PhD) * სოციოლოგია და სოციალური
ანთროპოლოგია

გრანტები და სტიპენდიები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ნიჭიერ ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას და გრანტს. ეს შეიძლება ოყოს როგორც სრული დაფინანსება, ასევე ნაწილობრივი.


დარეგისტრირდით ლინკზე  http://bit.ly/2eRh34y   და უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის რომელიმე სტანდარტული ტესტის (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc.) ქულებთან ერთად არაუგვიანეს შემდეგი ვადებისა:

- სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამებზე, ვისაც სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების
მოპოვება სურთ: 2017 წლის 1 თებერვალი.
 

- თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის, რომლებსაც ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ენის რომელიმე ტესტი - 2017 წლის 1 ივნისი.


განაცხადის გაგზავნა ფასიანია და ღირს 30 ევრო. ამ ფასად თქვენ შეგიძლიათ განაცხადი გაგზავნოთ 5 სხვადასხვა პროგრამაზე.


უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციებისათვის მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:

თბილისი - ჭოველიძის ქ. # 10; ტელ. 2252615 
ბათუმი - ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
ახალციხე - რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 221551 
თელავი - ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
ქუთაისი - ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ.,
I I სართული; ტელ.: 551710071


1
My status