სიახლეები
ქართველი სტუდენტების წარმატება ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში

ამა წლის 7 აპრილს ქ. ბლაგოევგრადში, ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ყოველწლიური ჯილდოების გადაცემის მე-20 საზეიმო ცერემონიაზე ქართველი დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარიან გაჩეჩილაძე დასახელდა 250 სტუდენტში საუკეთესოდ და სწავლში მიღწეული წარმატებებისათვის გადაეცა უმაღლესი ჯილდოუნივერსიტეტის პრეზიდენტის მედალი.

რაც შეეხებათ დანარჩენ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ამ უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავრნენ საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ ადმინისტრირებული კონკურსის საფუძველზე, მარიამის და, თამარ გაჩეჩილაძე დასახელდა საუკეთესო სტუდენტად ჟურნალისტიკისა და მასმედიის ფაკულტეტზე, თამთა გელაშვილმა მიიღო პრიზი თავისუფალი თემის კონკურსში გამარჯვებისათვის, ხოლო პირველკურსელმა თორნიკე გოგნიაშვილმა მოიპოვა პირველი ადგილი პროგრამირების კონკურსში.


საერთაშორისო განათლების ცენტრის თანამშრომლები ვულოცავთ ქართველ სტუდენტებს  მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ წინსვლას სწავლაში !!!  

 

სტატია ამ დაჯილდოების ცერემონიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე

http://www.aubgdaily.com/and-the-honor-goes-to/

 

დები გაჩეჩილაძეები

1
My status