კონკურსები - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 2018 - 2019

 

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 
აცხადებს მიღებას  49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 15 სხვადასხვა დისციპლინაში 2018-2019 სასწავლო წლისათვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებაროებს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.
ეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ 40 სხვადასხვა ქვეყანას, აკრედიტირებულია როგორც უნგრეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გვთავაზობს შემდეგ აკადემიურ პროგრამებს:
* ბიზნესი ( MBA)                                                       * კოგნიტური მეცნიერება (PhD)
* ეკონომიკა                                                               * გარემოს დაცვა და პოლიტიკა
* გენდერული კვლევები                                               * ისტორია
* საერთაშორისო ურთიერთობები                                   * სამართალი
* გამოყენებითი მათემატიკა                                          * შუა საუკუნეების კვლევები 
* ნაციონალიზმის კვლევები                                          * ფილოსოფია
* პოლიტიკური მეცნიერება                                           * საჯარო პოლიტიკა
* ქსელური მეცნიერება (PhD)                                        * სოციოლოგია და სოციალური
                                                                                 ანთროპოლოგია

გრანტები და სტიპენდიები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ნიჭიერ ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას და გრანტს. ეს შეიძლება ოყოს როგორც სრული დაფინანსება, ასევე ნაწილობრივი. 

დარეგისტრირდით ლინკზე http://bit.ly/2eRh34y და უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის რომელიმე სტანდარტული ტესტის (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc.) ქულებთან ერთად არაუგვიანეს შემდეგი ვადებისა: 

- სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამებზე, ვისაც სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების    მოპოვება სურთ - 2018 წლის 1 თებერვალი.

- თვითდაფინანსებულ სტუდენტების, რომლებსაც ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ენის რომელიმე ტესტი, საგანცხადო ფორმები შეუძლიათ გაგზავნონ 2018 წლის 2 თებერვლიდან არაუგვიანეს 1 ივნისამდე.


განაცხადის გაგზავნა ფასიანია და ღირს 30 ევრო.   ამ ფასად თქვენ შეგიძლიათ განაცხადი გაგზავნოთ 5 სხვადასხვა პროგრამაზე.

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში, შემდეგ მისამართებზე:


თბილისი - ჭოველიძის ქ. 10; ტელ.: 2252615; კონსულტაციის დღე - ხუთშაბათი, 15:00 საათი
ბათუმი - ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
ახალციხე - რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 221551 
თელავი - ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
ქუთაისი - ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპ.,
I სართული; ტელ.: 551710071


 

My status