• ისტორია

    ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი” შეიქმნა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოპერაციული პროგრამის – საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის ბაზაზე.

    ფონდის მისიაა დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს და პროფესიონალებს ისარგებლონ საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებით, მიიღონ ინფორმაცია უცხოეთში სწავლის პირობების შესახებ.

    საერთაშორისო განათლების ცენტრი და მისი რეგიონალური წარმომადგენლობები მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს სათანადო ინფორმაციის მიწოდებით მათი ინტერესების შესაბამისი უნივერსიტეტებისა და დაფინანსების მოძიებაში.

    ცენტრი არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს”, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

    ცენტრის თანამშრომლებს მომზადება აქვთ გავლილი ევროპასა და აშშ-ში. ამავე დროს ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციების წევრები, რაც ზრდის მათთვის შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.

    ფონდს აქვს სარესურსო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ლიტერატურით სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების შესახებ.

    ცენტრს აგრეთვე აქვს უახლესი ლიტერატურა ისეთი ტესტების მოსამზადებლად, როგორიცაა TOEFL, SAT, GRE, GMAT, IELTS.

    ამ ვებ-გვერდზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას საერთაშორისო განათლების ცენტრის საქმიანობის, მის მიერ ადმინისტრირებული სასწავლო პროგრამებისა და გრანტების შესახებ, ასევე საზღვარგარეთ სწავლისა და სტაჟირების გავლის მსურველთათვის საჭირო ვებ-გვერდების მისამართებს, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის საკონკურსო განაცხადსა და ამ კონკურსებში წარმატებით მონაწილეობისათვის საჭირო კვალიფიცირებულ რჩევა-დარიგებასა თუ დახმარებას.

    საერთაშორისო განათლების ცენტრი არის ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) და ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის (AUBG) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

    ჩვენი ცენტრი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას :
    • ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს
    • საინფორმაციო სესიებს
    • წინა-სამგზავრო საორიენტაციო სესიებს, ტრეინინგებსა და სემინარებს, კინო-ჩვენებებს, დისკუსიებსა და ლექცი-ებს შემდეგ თემებზე:
              -ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის განათლების სისტემა
              – როგორ მივმართოთ უმაღლეს სასწავლებლებს ინდივიდიალურად
              – როგორ მოვიპოვოთ ფინანსური დახმარება
              – როგორ დავწეროთ წარმატებული სააპლიკაციო ესსე
              – როგორ მოვიქცეთ გასაუბრების დროს
              – სტუდენტური ვიზის საკითხები
    • პრეზენტაციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
    • საგანმანათლებლო გამოფენებს
    • ბიბლიოთეკას და სარესურსო ცენტრს მუდმივად განახლებადი სხვადასხვა გამოცემების წიგნებით (Peterson’s, Barron’s, Longman, College Board და სხვა) საზღვარგარეთ განათლების შესახებ:
           – ტესტებისთვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოები – TOEFL, IELTS, GRE, GMAT, SAT, LSAT, TOEIC და სხვა.
           – ევროპისა და აშშ-ს უმაღლესი სკოლების კატალოგები
           – დამხმარე სახელმძღვანელოები სტიპენდიებისა და გრანტების მოსაპოვებლად
           – საზღვარგარეთ სწავლებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები
           – ინგლისურ ენაში მოსამზადებელი სახელმძღვანელოები
    • ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს
    • iBT TOEFL-ში მოსამზადებელ კურსებს
    საერთაშორისო განათლების ცენტრი არის ETS-ის მიერ სერტიფიცირებული ცენტრი და მინიჭებული აქვს უფლება ადმინისტრირება გაუკეთოს ETS-ის IBT TOEFL ტესტს, ACT ტესტს  და Prometric-ის DSST ტესტს.