სიახლეები

iBT TOEFL-ის ონლაინ მოსამზადებელი კურსი

ჩვენს ცენტრში iBT TOEFL ინგლისური ენის გამოცდისთვის მოსამზადებელი ორთვიანი ონლაინ კურსი იწყება!

დარეგისტრირდით 2023 წლის 6 ოქტომბრამდე  და მოემზადეთ უმოკლეს დროში: https://www.surveymonkey.com/r/2DWGGSP

  • კურსი მოიცავს 16 ონლაინ გაკვეთილს. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ ზუმის პლატფორმის მეშვეობით საღამოს საათებში (გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წთ),

კვირის დღეები შეთანხმდება წინასწარ.

  • რეგისტრაციის შემდეგ გაივლით ტესტირებას (ონლაინ ტესტირება ჩატარდება 7-8 ოქტომბერს) რათა განისაზღვროს თქვენი ინგლისური ენის ცოდნის საწყისი დონე. კურსზე ჩაირიცხებიან მსურველები, რომლებიც გადალახავენ საცდელი ტესტირების 60 პროცენტს.

კურსის ხელმძღვანელია თინათინ ვარდიძე, ინგლისური ენის დოქტორი TOEFL-ის სწავლების 12 წლიანი გამოცდილებით.

კურსის დახმარებით მოკლე დროში თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ კითხვის, მოსმენის, წერის და მეტყველების უნარები.

კერძოდ: შეისწავლით და ივარჯიშებთ გამოცდის მთავარი სტრატეგიების გამოყენებაში და დახვეწავთ ტექნიკურ უნარებს გამოცდის ჩასაბარებლად

  • შეისწავლით და ივარჯიშებთ თემების წერაში
  • შეძლებთ ტესტის შესრულებას ლიმიტირებულ დროში
  • ჩააბარებთ ტესტის საცდელ სრულ ვერსიას თქვენი დონის/ქულების დიაგნოსტიკისთვის.

კურსის ღირებულებაა 600 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 032-2-25-26-15

ან მოგვწერეთ შეტყობინება ელ ფოსტაზე cie@osgf.ge.

საერთაშორისო განათლების ცენტრი არის TOEFL-ის სერტიფიცირებული ETS ტესტ ცენტრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *