2019 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა საერთაშორისო განათლების ცენტრის პროექტის “ვირტუალური აკადემია – ევროპული სწავლებების ონლაინ პლატფორმა” შემაჯამებელი ფორუმი.
ფორუმმა თავი მოუყარა ექსპერტებს, ლექტორებსა და სტუდენტებს თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც ექვსი თვის მანძილზე მონაწილეობდნენ აკადემიის მუშაობაში.
პროექტი განხორციელდა ფონდის “საერთაშორისო განათლების ცენტრი” და ღია საზოგადოების ფონდების სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულთა ურთიერთანამშრომლობით.
უყურეთ ვიდეოს თუ გსურთ შეიტყოთ მეტი პროექტის შესახებ!